ინტერის ლეგენდები

ამ გვერდზე გთავაზობთ "ინტერის" ლეგენდების ისტორიებს მათგან გამორჩეულების შესახებ:





★★★

ჯაჩინტო ფაკეტი (იტალ. Giacinto Facchetti) —.გამოჩენილი იტალიელი ფეხბურთელი, მილანის ინტერნაციონალეს და იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მარცხენა მცველი. 2004 წლიდან გარდაცვალებამდე, 2006 წლამდე, იყო ინტერის პრეზიდენტი.

ფაკეტიმ გულშემატკივებს თავი დაამახსოვრა, როგორც შეტევებზე ორიენტირებულმა, სწრაფმა და ტექნიკურმა გვერდითა მცველმა, რაც სრულებით ახალი სიტყვა იყო მაშინდელ ფეხბურთში.

★★★

ჯუზეპე ბერგომი. "ინტერის" ლეგენდარული კაპიტანი. "ინტერში" ითამაშა 1979–1999 წლებში. მიიღო 519 მატჩში მონაწილეობა და გაიტანა 23 გოლი. ასევე მოიგო, სკუდეტო 1988-1989, იტალიის თასი 1981–1982, იტალიის სუპერ თასი 1989, უეფას თასი 3, 1990–1991, 1993–1994, 1997–1998 ასევე არის მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 1982.

"ძიო" – ეპოქის ბოლო კაცი

დღეს, როდესაც ლამისაა სკოლის მოსწავლეებსაც აგენტები ემსახურებიან, ამბავი პატარა ბიჭისა თავისი ქალაქის გუნდის კაპიტნობით რომ იწყებს და ეროვნული ნაკრების სამკლაურიან მაისურამდე მიდის, საფეხბურთო წარსულის ზღაპრად გვეჩვენება.

1999 წელს ბერგომიმ ,,სან სიროზე“ უკანასკნელად ითამაშა და ამით დროება დასრულდა. ეს არ იყო მხოლოდ ინტერის მცველის კარიერის დასასრული, ეს ევროპული ფეხბურთის მთელი ეპოქის ბოლო აკორდი გახლდათ.

მისი კარიერა 19 წელიწადს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში მილანში დაბადებულ–აღზრდილ ბერგომის მხოლოდ ორი გუნდის ფორმა ეცვა, ,,ინტერის“ შავ–ლურჯი და ,,სკუადრა აძურას“ ცისფერი.

35 წლის პროფესიონალი მაყურებელს გამოეთხოვა. იგი ,,ინტერის“ ერთგული დარჩა. მისი კარიერა ტრავმებს მაინცდამაინც არ დაუმახინჯებია, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ 1998/99 წლების სეზონის ბოლოს, როდესაც ,,ინტერი“ დატოვა, თავისუფლად შეეძლო ძვირფასი კონტრაქტისთვის გამოეკრა ხელი. გამოჩნდნენ კიდეც იტალიური კლუბები, რომელთაც ძლიერ ეწადათ მისი გამოცდილება, პერსონალური მეურვეობის საოცარი უნარი თავიანთ სამსახურში ჩაეყენებინათ, მაგრამ უარი მიიღეს.

,,ამდენი წლის მერე სხვა იტალიურ გუნდში გადასვლა სწორი საქციელი არ იქნებოდა, ,,სან სიროზე“ ,,ინტერის“ წინააღმდეგ ვერ ვითამაშებდი“ – თქვა ბერგომიმ.

საბოლოოდ, ბერგომის ,,ინტერში“ 758 თამაში დაუგროვდა, რაც იმ დროისთვის იტალიის აბსოლუტური რეკორდი იყო – ,,სკუადრას“ მაისურა კი 1982––1998 წლებში 81–ჯერ (აქედან 33–ჯერ კაპიტნის სამკლაურით) ეცვა. ნაკრებში პირველად 1982 წლის ტრიუმფალურ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ენცო ბეარზოტისეულ გუნდში გამოჩნდა.

მაშინ ბევრი ამბობდა, რომ ბერგომი ძალიან გამოუცდელი იყო და ასეთ დონეზე ვერ ითამაშებდა, მაგრამ მან საპირისპირო დაამტკიცა, 80–იან წლებში ნაკრების რეგულარულ წევრად ჩამოყალიბდა.

კლუბშიც დიდ როლს თამაშობდა. ჯოვანი ტრაპატონის დროს, 1989 წლის, სკუდეტოს მფლობელ ,,ინტერში“ ერთ–ერთი მთავარი ფიგურა გახლდათ.
კიდევ უფრო დიდ წარმატებას ბერგომიმ ევროპულ სარბიელზე მიაღწია, სადაც სამჯერ მოიპოვა უეფას თასი. ბერგომი 90–იანი წლების ,,სკუადრა აძურაში“, არიგო საკის მწვრთნელობის დროს, მართალია ერთხელაც არ უთამაშია, იმდენი შეძლო, რომ საფრანგეთი 98–ის წინ დააბრუნეს ეროვნულ ნაკრებში.
იმდროინდელმა თავკაცმა, ჩეზარე მალდინიმ, ბერგომის ასაკს ყურადღება არ მიაქცია და პასუხად ქომაგთაგან ,,ძიოდ“ – ქართულად ძიად – წოდებული მცველის, რამდენიმე ჩინებული თამაში მიიღო.

ნებისმიერი, ვისაც ბერგომისთან უმუშავია, მის საგანგებო პროფესიონალიზმს ადასტურებს.

,,ბეპე არასდროს ყოფილა მაინცდამაინც ხუმარა. ის ყოველთვის სერიოზულად იქცეოდა. ყმაწვილკაცობაშიც ზრდასრული მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა“ – ამბობს ჩეზარე მალდინი – ,,1982 წელს ჭაბუკი ბერგომი დღენიადაგ რომ ვარჯიშობდა, ნორმალური ამბავი იყო, მაგრამ 1998 წელსაც იგივე რომ ვნახე, გამიკვირდა“.

მალდინი იგონებს, რომ საფრანგეთში, მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში ბერგომი თითოეული თამაშისთვის საოცარი სერიოზულობითა და დაჟინებით ემზადებოდა:
,,მუდამ სავარჯიშო დარბაზში იყო, დარბოდა, რაღაცეებს ამუშავებდა, შემდეგ კიდევ დარბოდა“.

,,ინტერის“ ყოფილი მწვრთნელი, როი ჰოჯსონი:
,,როდესაც ,,ინტერში“ მივედი, თან თამაშის ჩემეული სტილი მივიტანე. ალალად გეტყვით, ვფიქრობდი, რომ მილანის გუნდის ოდინდელი მოთამაშე, ბერგომი, სიახლეს შეეწინააღმდეგებოდა, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, პირიქით მოხდა, ის ყველაზე მეტად ამომიდგა მხარში და მოედანზე საკუთარი პოზიციის შეცვლასაც კი გაგებით შეხვდა. ასეთი პროფესიონალიზმი და კეთილგანწყობა, მითუფრო მის ასაკში, მისი გამოცდილებისა და მდგომარეობის კაცისგან დღემდე საოცრებად მეჩვენება“.

ჯუზეპე ბერგომის თვისებათაგან ერთ–ერთი, ყველაზე თვალშისაცემი, ცხოვრების მძიმე წუთებთან ბრძოლის უნარი გახლავთ. აი, რას იგონებს ოტავიო ბიანკი, რომელიც მცირე ხანს ედგა ,,ინტერს“ სათავეში:
,,მე რომ მივედი ბერგომი ,,ინტერის“ სატრანსფერო სიაში ჰყავდათ შეყვანილი, მაგრამ ამ თავდადებულმა კაცმა იმდენი იშრომა, რომ გუნდში დაატოვებინა თავი. დაცვაში მას ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო თამაში, ლიბეროთაც კი. მისი ტექნიკა, ძალა და თავგანწირულობა მთელი გუნდის ცხოვრებაში თამაშობდა ძალიან დიდ როლს“.

★★★

რობერტო ბონინსენია (Roberto Boninsegna) – იტალიელი ფორვარდი და ორგზის "სერია ა"-ს საუკეთესო ბომბარდირი, იტალიის ეროვნული ნაკრების წევრი.

1943 წელს დაბადებული რობერტო ბონინსენია არის "ინტერის" ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილი, თუმცა 1963 წელს ის "დიდი ინტერის" მჭედელის, ელინიო ერერას გეგმებში ვერ შევიდა და "პრატოში" გადავიდა, რის შემდეგაც 1968 წლის ჩათვლით იტალიური "პოტენცა", "ვარეზე" და "კალიარი მოიარა", "კალიარიდან" არენდით ა.შ.შ.–ს "ჩიკაგო მუსტანგშიც" მოასწრო თამაში, რის შემდეგაც სარდინიელებმა ის ისევ ინტერს მიყიდეს.

ასე დაუბრუნდა ბონინსენია მშობლიურ კლუბს 26 წლის ასაკში, სადაც 1969 წლიდან 1976 წლამდე 281 მატჩი გამართა (197 "სერია ა", 55 "კოპა იტალია" და 29 ევროთასები) და 171 გოლი (113 "სერია ა", 36 "კოპა იტალია" და 22 ევროთასები) გაიტანა.

პირველ სეზონში ბონინსენია 13 გოლით დაეხმარა "ინტერს", რომელმაც ჩემპიონათში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ჩემპიონი ბონინსენიას ყოფილი კლუბი "კალიარი" გახდა ლუიჯი რივას ლიდერობით.

ბონინსენიამ მონაწილეობა მიიღო 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკაში, ხოლო მანამდე, 1968 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც იტალიამ გაიმარჯვა, ბონინსენია ნაკრებს მიღმა დარჩა, რადგან 11 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მოედანზე ჩადენილი უხეშობის გამო. მექსიკა 1970-ზე იტალიის ნაკრების წინა ხაზში ბონინსენია-რივას ტანდემი მოქმედებდა. ინტერის ფორვარდმა აღნიშნული ტურნირის ფინალში ითამაშა და თავის გუნდიდან ერთადერთი გოლი გაუტანა ჩემპიონ ბრაზილიას. (4:1)

მუნდიალის შემდეგი - 1970-71 სეზონი რობერტოსთვის და "ინტერისტვის" წარმატებული გამოდგა, მისი გუნდი იტალიის ჩემპიონი გახდა, ხოლო რობერტო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 24 გოლით

1970-71 სეზონში ბონინსენია კვლავ ხდება "სერია ა"-ს საუკეთესო ბომბარდირი 22 გოლით და "კოპა იტალიას" საუკეთესო ბომბარდირი 8 გოლით, ხოლო "ინტერი" ამჯერად ჩემპიონთა თასის ფინალამდე აღწევს, სადაც მას "აიაქსი" ამარცხებს (2:0)

1974 წელს ბონინსენია დასავლეთ გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანეს, თუმცა მხოლოდ ერთ მატჩში მიეცა მოედანზე გამოსვლის საშუალება. მუნდიალის შემდეგ მას კიდევ სამჯერ მოუწია ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება, ბოლო მატჩი იყო ბულგარეთის წინააღმდეგ 1976 წელს.

ამავე წელს "ინტერი" ახალი ლიდერის ძიებაში "იუვენტუსთან" აღწევს შეთანხმებას და 33 წლის ბონინსენიას ცვლის 28 წლის იტალიელ ფორვარდ პიეტრო ანასტასიში.

ბონინსენიამ არც იუვენტუსში შეირცხვინა თავი და 22 გოლის გატანა მოახერხა 1976-79 წლებში.

რობერტო ბონინსენია ერთ–ერთი გამორჩეული ფეხბურთელია "ნერაძურის" ისტორიაში, ის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმ ფეხბურთელების კატეგორიიდან, რომლებიც გვიან ასაკში იხსნებიან და ახერხებენ მოედანზე თავისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენას. თარგმნა გივი კურტანიძემ

★★★

ლუის სუარეს მირამონტესი - Luis Suárez Miramontes, ზედმეტსახელით "ლუისიტო". ესპანელი ფეხბურთელი გალისიიდან. ინტერის ლეგენდარული ნახევარმცველი. სუარესი შავ–ლურჯ კლუბში 1961–1970 წლებში თამაშობდა, სადაც ის ბარსელონადან გადმოვიდა. გამართა 256 მატჩი და გაიტანა 42 გოლი.

ასევე იყო ესპანეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშე, რომლის ფორმაც 32-ჯერ მოირგო და მის შემადგენლობაში გახდა 1964 წლის ევროპის ჩემპიონი. მანამდე 1960 წელს ლუის სუარესი France Football-ის ვერსიით ევროპის საუკეთესო ფებურთელად დასახელდა და ოქროს ბურთი გადაეცა. 1961 და 1964 წლებში ამ ნომინაციაში მეორე ადგილზე გავიდა – ვერცხლის ბურთი, ხოლო 1965 წელს France Football-ის გამოკითხვაში მესამე პოზიცია დაიკავა, რისთვისაც ბრინჯაოს ბურთი გადაეცა.

1963-64 და 1964-65 წლებში "ლუისიტო" ინტერთან ერთად ორჯერ დაეუფლა ევროპის ჩემპიონთა თასს, 1962–63, 1964–65, 1965–66 წლებში კი მოიგო იტალიიის Serie A TIM

1975 წელს სუარესი ინტერის მთავარი მწრთვნელის თანამდებობაზე მუშაობდა. 1995 წლიდან ის ისევ მუშაობს ინტერის სტრუქტურებში სკაუტის და მდივნის ფუნქციებით.

არაერთი გამოკითხვის მიხედვით ესპანელი შესულია XX საუკუნის 50 საუკეთესო ფეხბურთელს შორის.

ლუის სუარეს მირამონტესი იყო ელინიო ერერას "La Grande Inter"–ის ლიდერი და ერთ–ერთი მამოძრავებელი ძალა. ის დამსახურებულად იკავებს ადგილს ჩვენი დიადი კლუბის ისტორიაში. თარგმნა გივი კურტანიძემ.

★★★

ინტერის ურუგვალემა ლეგენდამ, ალვარო რეკობამ სახელი დაყენებული და ზუსტი მარცხენა ფეხით და ტექნიკური თამაშით გაითქვა. მისი კარიერის გამორჩეული წლები ცხადია მილანის "ინტერს" უკავშირდება, ჩვენი კლუბის შემადგენლობაში მან 1997-2007 წლებში 248 მატჩში გამართა და 72 გოლი გაიტანა.

რეკობას პროფესიონალური კარიერა 1994 წელს "დანუბიოში" დაიწყო, ხოლო შემდგომ მონტევიდეოს "ნასიონალში" ითამაშა, საიდანაც "ინტერში" აღმოჩნდა სადაც მისი დებიუტი 1997 წლის 31 აგვისტოს შედგა. ახალგაზრდა ურუგვაელმა შავ–ლურჯი ფორმის ჩაცმა ორი ზღაპრული გოლით აღნიშნა. http://on.fb.me/1kV32nC

ინტერის შემდეგ რეკობა იტალიურ "ტორინოში" და ბერძნულ "პანიონისში" გამოდიოდა. 2010 წლიდან ის სამშობლოში დაბრუნდა და "დანუბიოსა" და "ნასიონალში" მოასწრო თამაში და ამ უკანასკნელის რიგებში 2011–12 და 2014–15 სეზონებში ორჯერ გახდა ურუგვაის პრემიერლიგის ჩემპიონი. მანამდე ჩინოს "ინტერთან" ერთად ქონდა მოგებული "სერია ა" 2005–06, 2006–07, "კოპა იტალია" 2004–05, 2005–06 და იტალიის სუპერ თასი 2005, 2006. ასევე უეფას თასი 1998 წელს

ალვარო რეკობამ ურუგვაის ეროვნული ნაკრების რიგებში 1995-2007 წლებში 69 შეხვედრა გამართა და 11 გოლი გაიტანა. ითამაშა 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. "ჩინო" ♥ ვიდეო: http://bit.ly/1QnWmvt

★★★

ჯაჩინტო ფაკეტიმ 1963 წლის 27 მარტს თურქეთის ნაკრებთან შეხვედრაში მორგებული ,,სკუადრა აძურას" მაისურა 94 თამაშის შემდეგღა გაიხადა.
და, იცით, რატომ დააკლდა ექვსი თამაში? ისტორია ასეთია: ახლოვდებოდა მსოფლიოს ჩემპიონატი არგენტინაში, რომელიც ფაკეტისთვის მეოთხე უნდა გამხდარიყო. მაშინ ,,სკუადრა აძურას" უკვე ენცო ბეარზოტი წვრთნიდა. ბეარზოტს ფაკეტის არგენტინაში წაყვანა უნდოდა და თავად ფეხბურთლიც თავდაუზოგავად ემზადებოდა მუნდიალისთვის, მაგრამ, ვაგლახ, სწორედ ამ თავდაუზოგავი ვარჯიშების დროს... არა, კი არ დაშავდა, აღმოაჩინა, რომ წლებს თავისი წაუღიათ და ბეარზოტთან მივიდა: ,,მე უფლება აღარ მაქვს, ნაკრების მოთამაშე ვიყო".
ჯაჩინტოს ჰყავდა ერთი ძმა და ორი და, დედა 16 წლისას სადილობისას ინფარქტით გარდაიცვალა, ოღონდ თავად ამას არ შესწრებია - იუნიორთა ნაკრების შემადგენლობაში იყო სათამაშოდ სტუმრად წასული და შინ ორი დღის მერე დაბრუნდა. ალბათ, დაზუსტება არ სჭირდება იმას, რომ მაშინ მობილური ტელეფონები არ არსებობდა.
დედის სიკვდილმა ფაკეტი მელანქოლიურ ადამიანად გადააქცია და ბოლომდე ასეთად დარჩა. ერთხელ კითხვაზე, გაქვთ თუ არა აუსრულებელი ოცნება, ,,ინტერის" ვარსკვლავმა უპასუხა: ,,დიახ, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, დედაჩემს, რომელმაც მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა, ჩემი წარმატება ენახა და შემოსავლით ესარგებლა, მაგრამ, სამწუხაროდ ეს არ მოხდა. მან ერთადერთხელ ნახა ჩემი თამაში ტელევიზიით, როდესაც მე იტალიის იუნიორთა ნაკრებში გამოვდიოდი და სწორედ იმ საღამოს გარდაიცვალა".
დაბოლოს, ჯაჩინტო ფაკეტი უკიდურესად კორექტული მცველი იყო, იმდენად, რომ მსაჯებთან კამათს უღირს საქციელად თვლიდა.
მატჩის "ინტერელი"
ჯოფრეი კონდოგბია
1 გოლი, 0 საგოლე
გამოკითხვა

რამდენი წლის ხარ ?

0-15
16-18
19-25
26-35
36-44
45 და მეტი
რეკლამა
Image
მინი ჩათი
rezo
rezo
დღეს 12:03:51

9
diego milito
diego milito
დღეს 02:11:17

კარგია !
zep
zep
გუშინ 23:03:02

კაია
interista
interista
გუშინ 22:49:49

კი კაია დატოვეთ
Vazg Sarkissian
Vazg Sarkissian
გუშინ 22:27:15

მეგობრებო ჩათი როგორ მოგწონთ ?

მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ სარგებლობა.
სტატისტიკა
Шаблоны для DLEторрент игры
ყველა: 4
მომხმარებლები: 0
სტუმარი: 4