Inter Club Georgia





საქართველოში ფეხბურთი ძალიან პოპულარული სპორტის სახეობაა,ჩვენ ამ სპორტში დიდი ტრადიციები გვაქვს. ქართული ფეხბურთის პარალელურად უცხოურ ფეხბურთთანაც გვაქვს განსაკუთრებული კავშირები, ვგულშემატკივრობთ უცხოურ ნაკრებებსა თუ საფეხბურთო კლუბებს.
ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ნაწილი იტალიურ ფეხბურთს ქომაგობს,ყველას ძალიან უყვარს ოთხ–გზის მსოფლიო ჩემპიონი “Squadra Azzurra”. საკლუბო დონეზე კი შესაბამისად ამ ქვეყნის კლუბებს ქომაგობენ.
მათი ძირითადი ნაწილი სამ იტალიურ გრანდზე: “იუვენტუსზე”,”მილანზე” და “ინტერნაციონალეზე” იყოფა, შედარებით მცირე რაოდენობა “რომას”,”ლაციოს”, ფიორენტინას თუ “ნაპოლის” მიმდევარია.


ინტერნაციონალეს “შავ–ლურჯთა” ქართული ლეგიონი რაოდენობრივად მართალია ჩამორჩება ”შავ–თეთრებსა” და ”შავ–წითლებს”,მაგრამ ლომბარდიული გრანდის ქომაგები მაინც მრავლად არიან. – “Pazza Inter Amala”
ნამდვილი ქომაგისთვის,ვისი გულშემატკივარიც არ უნდა იყოს,მისი რჩეული გუნდი აუცილებლად ცხოვრების რაღაც ნაწილად უნდა იქცეს, გუნდის წარმატება და სიხარული მისი წარმატება და სიხარული უნდა იყოს.
სწორედ ასეთი ფილოსოფიით თავის რჩეულ კლუბზე შეყვარებული ხალხითაა დაკომპლექტებული მილანის ინტერის მოყვარულთა კლუბი, სახელწოდებით “Inter Club Georgia”. მისი წევრები აქტიურად ქომაგობენ საყვარელ გუნდს, ერთად იკრიბებიან მნიშვნელოვანი მატჩების საყურებლად, ზოგიერთი მათგანი გუნდის თამაშებზე სიარულსაც ახერხებს.


ერთერთი ჩვენი მეგობარი აჩიკო, 2009-10 წლის სეზონის ინტერისა და მილანის დაპირისპირებას დაესწრო, მან არ დაიზარა და საკმაოდ დეტალურად გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები. (იხ ბმული)
სტატიის ბმული– ქართველი ინტერისტას თვალით ნანახი ”ღვთიური დერბი”
ქართულ ინტერნეტ სივრცეში არაერთი საფეხბურთო საიტი თუ ფორუმია,ყველგანაა სხვადასხვა კლუბებზე სტატიები,თემები თუ კომენტარები.ამ მხრივ ”შავ–ლურჯთა” ერთ–ერთი მსხვილი დაჯგუფება და მათი სჯაბაასისა და განსჯის ადგილი”თბილისის ფორუმზეა” თემაში FC. Internazionale.
2010 წლის გაზაფხული.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი. 20 აპრილი 2010
ინტერი 3-1 ბარსელონა


თბილისი, “ივენთ ჰოლი”. “Inter Club Georgia”-ს მომდევნო შეკრება და დიდი სიხარული
ბარსელონას დამარცხების შემდეგ ფინალში გასული ინტერნაციონალეს მეტოქე მიუნხენის ბაიერნი იყო.
2010 წლის 22 მაისს ფინალური მატჩისათვის ქართველმა ინტერისტებმა ისევ ერთად შეკრება გადაწყვიტეს,შეკრების ადგილი ისევ თბილისის “ივენთ-ჰოლია”,ადგილი,რომელიც კარგად აქვთ დაცდილი შავ-ლურჯებს.ამჯერად ინტერისტები უფრო დიდი ძალებით იკრიბებიან და სრულ მობილიზებას აპირებენ,იტალიის მთელი ქართული ფანობა ერთად ირაზმება ბაიერნის წინააღმდეგ და შედეგად მატჩის დაწყებამდე ფილარმონიის წინ შეკრებილ ნერაძურელთა შემადგენლობას მრავლად უერთდებიან სხვადასხვა იტალიური გუნდების გულშემატკივრები.
მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრები მირზაანში შეიკრიბნენ თავიანთი გუნდის საქომაგოდ,ასე,რომ ივენთჰოლში ინტერსიტთა სიმრავლე აღინიშნებოდა.მხოლოდ რამოდენიმე მაგიდაზე იყვნენ გერმანული ფეხბურთის მიმდევრები.


თუმცა იყვნენ ბარსელონას ქომაგები,რომლებსაც მაინცდამაინც არ ამოყვაოდათ თვალში ინტერისტთა ტრიუმფი.
ტრიუმფი ვახსენე? დიახაც რომ ტრიუმფი,ინტერმა ხომ სეზონი სრული ტრიუმფით დაასრულა,მოიგო ყველაფერი,რისი მოგებაც შეიძლებოდა და დაიბრუნა თავისი კუთვნილი ადგილი ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე. მსოფლიოს ისევ აუფრიალა შავ-ლურჯი ფერები.
ფინალის შედეგი ყველას კარგად მოგეხსენებათ,მილიტოს დუბლის,ინტერის ყველა ფეხბურთელის თავდადებისა და მთავარი მწრთვნელის გენიალური ტაქტიკის წყალობით გერმანელებს მხოლოდ შორიდან მოუხდათ ინტერის ლეგენდარული კაპიტნის, ხავიერ ძანეტის თავზე აღმართული ჩემპიონთა ლიგის თასისთვის თვალის დევნება. თასისათვის,რომელიც ჩვენმა გუნდმა დამსახურებულად აღმართა ნიშნად იმისა,რომ Inter Campioni D’Europa!!!
ჩვენ ისღა დაგვრჩენოდა გვეზეიმა,გაგვეხარა,ერთმანეთს მოვფერებოდით და დამარცხევული მეტოქე გუნდის გულშემატკივრები დაგვემშვიდებინა.
ახლა კი სიხარულით და ბედნიერებით აღვსილნი ამაყად დავაბიჯებთ,იმიტომ,რომ ჩვენ ინტერნაციონალეს ქომაგები ვართ,ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ჩვენ ვიცით,რომ ჩვენი გუნდი საუკეთესოა მსოფლიოში.


(ეს სტატია დაწერილია ფინალის შემდეგ, 2010 წლის ბოლოს კი მოგეხსენებათ ინტერმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა)
“ნერაძური” კიდევ არაერთ სიხარულს მოუტანს მის ერთქგულ ქომაგსა და შავ–ლურჯ პლანეტას.
მატჩის "ინტერელი"
მაურო იკარდი
3 გოლი, 0 საგოლე
გამოკითხვა

რომელ წვრთნელს ისურვებდით პიოლის ნაცვლად?

კონტე
სიმეონე
სპალეტი
სამპაოლი
დარჩეს პიოლი
რეკლამა
Image
მინი ჩათი
Bachukij
Bachukij
დღეს 15:51:50

მადლობა ;)
Vazg Sarkissian
Vazg Sarkissian
23 აპრილი 2017

Bachukij,
სიახლეს რომ იწონებ, კომენტარს ვეღარ გააკეთებ გვერდი განაახლე და მერე დაამატე კომენტარი
Bachukij
Bachukij
21 აპრილი 2017

ვერ ვამატებ კომენტარს
rezo
rezo
15 აპრილი 2017

gamokitxvidan pioli amoiget :@
rezo
rezo
13 აპრილი 2017

siaxleebi agaraaa?
interista 1908
interista 1908
28 მარტი 2017

მადლობა გაიხარე <3
Vazg Sarkissian
Vazg Sarkissian
28 მარტი 2017

interista 1908,
გვერდი უნდა განაახლო.
interista 1908
interista 1908
27 მარტი 2017

საძიებო სისტემა ცოტა ჩედავს 2 ასოს წერს 1 მაგივრად
interista 1908
interista 1908
27 მარტი 2017

კარგია ახალი დიზაინი
Bachukij
Bachukij
27 მარტი 2017

ძაამ მაგარია ახალი დიზაინი

მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ სარგებლობა.
სტატისტიკა
Шаблоны для DLEторрент игры
ყველა: 5
მომხმარებლები: 0
სტუმარი: 5